პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელის მართვას ვაპირებთ, სანამ ძალაუფლების სამართლებრივ გადაცემას შევძლებთ - ტრამპი

ვენესუელის მართვას ვაპირებთ, სანამ ძალაუფლების სამართლებრივ გადაცემას შევძლებთ - ტრამპი

ვენესუელას ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,,ქვეყნის [ვენესუელას] ვუხელმძღვანელებთ იქამდე, ვიდრე ისეთი მომენტი არ დადგება, როდესაც ხელუსუფლების უსაფრთხოდ, სწორად და სამართლიანად გადაცემას უზრუნველვყოფთ. არ გვინდა ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, როდესაც ვიღაც სხვა მოვა [ვენესუელას] ხელისუფლებაში და იგივე ვითარება გვქონდეს, რაც აქამდე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა…
მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა გვსურს ვენესუელას შესანიშნავი ხალხისთვის,” - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვენესუელაზე ერთი შეტევა საკმარისი აღმოჩნდა.
,,რელურად ვვარაუდობდით, რომ მეორე ტალღა გახდებოდა საჭირო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება. პირველი შეტევა ისეთი წარმატებული იყო, რომ ჩვენ, ალბათ, არ მოგვიწევს მეორეს განხორციელება,” - განაცხადა ტრამპა.
www.interpressnews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.