ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელა აშშ-ს 30-50 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს - ტრამპი

ვენესუელა აშშ-ს 30-50 მილიონ ბარელ ნავთობს გადასცემს - ტრამპი

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვენესუელას დროებითი ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს 30-დან 50-მდე მილიონ ბარელ მაღალი ხარისხის, სანქცირებული ნავთობს გადასცემს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ ნავთობისგან მიღებულ შემოსავლებს თავად გააკონტროლებს.
„ეს ნავთობი საბაზრო ფასად გაიყიდება და ამ თანხას მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, გავაკონტროლებ, რათა უზრუნველვყოთ მისი გამოყენება ვენესუელასა და ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ!“- წერს ტრამპი.
მისი განცხადებით, ენერგეტიკის მინისტრს კრის რაიტს აღნიშნული გეგმის დაუყოვნებლივ განხორციელება სთხოვა.
Ipn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.