ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო, რომელსაც ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას - ტრამპი

„ვენესუელაში უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო. ამ თანხებს ნავთობკომპანიები გაიღებენ, შემდეგ კი ჩვენგან ან შემოსავლების მეშვეობით მიიღებენ ანაზღაურებას," - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, დელსი როდრიგესი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობდა, თუმცა უარყო მასთან რაიმე სახის კომუნიკაცია მადუროს გადაყენებამდე.
„არა, ეს ასე არ არის“, - განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ როდრიგესისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა მალე მოიხსნას ან ძალაში დარჩეს.
კითხვაზე, არსებობდა თუ არა „რაიმე შეთანხმება“ მადუროს გადასაყენებლად, ტრამპმა უპასუხა: „კი, რადგან ბევრ ადამიანს სურდა გარიგება, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ამ გზით გაგვეკეთებინა”.
დონალდ ტრამპის განცხადებით, სპეცოპერაციის სამზადისში მადუროს შიდა წრე არ ყოფილა ჩართული.
გარდა მისა, ამერიკის პრეზიდენტმა დაასახელა აშშ-ის ოფიციალური პირების ჯგუფი, მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სტივენ მილერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომლებიც ვენესუელაში აშშ-ის ჩართულობის ზედამხედველობის ფუნქციას შეითავსებენ:
„ეს არის საერთო ჯგუფი. მათ აქვთ ყველანაირი ცოდნა, განსხვავებული გამოცდილება“, — განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები თავადაა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.