არქივი1 ნოემბერი, 2025, 22:54
ვენესუელაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩაფრინდა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთანაა დაკავშირებული

ვენესუელაში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩაფრინდა, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთანაა დაკავშირებული - ინფორმაცია Telegram არხებზე ვრცელდება.
Ил-76-ის ოპერატორი Aviacon Zitotrans აშშ-ის, კანადისა და უკრაინის მიერაა დასანქცირებული.
Ил-76 კარაკასში მას შემდეგ ჩაფრინდა, რაც დიქტატორმა მადურომ რუსეთს, ჩინეთსა და ირანს სამხედრო დახმარება სთხოვა.
გუშინ, 31 ოქტომბერს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ვენესუელაში იმ სამხედრო ობიექტების განადგურება გადაწყვიტა, რომლებიც ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის გამოიყენება. პრეზიდენტმა ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არ განიხილავს ვენესუელაზე იერიშის მიტანას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.