ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს

ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს

ვენესუელაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება დაიწყეს - ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 400-ზე მეტი მსჯავრდებული უკვე გაათავისუფლეს.

მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილების მიზანი "მშვიდობიანი თანაცხოვრების" გაგრძელებაა.

„მიღებულია გადაწყვეტილება ზოგიერთი პატიმრის გათავისუფლების შესახებ, არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, ვინც კანონი და კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში შემოჭრის მოწოდებას აკეთებდნენ“, - აღნიშნა როდრიგესმა.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლების მიერ გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია ვიდრე 400. NGO-ების ცნობით, ციხიდან 60-70 ადამიანი გაათავისუფლეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.