ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა

ვენესუელაში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო ავრცელებს.
ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ცნობით, ბოლივარის შტატის ქალაქ ლა პარაგუაში არალეგალურად მოქმედ ოქროს მაღაროში მიწის კედლის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
„ჩვენ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები დაუყოვნებლივ გავგზავნეთ, ბოლივარის შტატის გუბერნატორთან, ანხელ მარკანოსთან ერთად სამაშველო ოპერაციას გავააქტიურებთ“, – განაცხადა ნიკოლას მადურომ.
მადურომ აღნიშნა, რომ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები დაკარგული მაღაროელების ძებნას სახმელეთო და საჰაერო გზებით აგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”