ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აღიარა

ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ნიკოლას მადუროს პრეტენზიებს საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით.
მედიის ინფორმაციით, სასამართლოს არ წარმოუდგენია კენჭისყრის დეტალური მონაცემები, რომელსაც მისი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა.
ცნობისთვის, ივნისის არჩევნების შემდეგ ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, მცირე სხვაობით მოიგო, შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ედმუნდო გონსალესმა ხმების 70%-ზე მეტი გაიმარჯვა.
ისეთმა ქვეყნებმაც კი, როგორებიცაა ბრაზილია და კოლუმბია, რომელთა მემარცხენე ლიდერებს დიდი ხნის კავშირი აქვთ მადუროს პოლიტიკურ მოძრაობასთან, უარი თქვეს მისი გამარჯვების აღიარებაზე კენჭისყრის დეტალური მონაცემების გამოქვეყნებამდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.