ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა

ვენესუელას ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა.

„მე შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავეცი“, - განაცხადა მან ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, რომელიც მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

მისი თქმით, საჩუქარი „ტირანიის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ბრძოლაში“ მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის „ძმობის ნიშანია“.

მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მაჩადომ გარეთ შეკრებილ მხარდამჭერებს ესპანურად მიმართა: „შეგვიძლია პრეზიდენტ ტრამპზე დაყრდნობა“.

მაჩადოს არ დაუკონკრეტებია, მიიღო თუ არა საჩუქარი დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელიც ხშირად საუბრობს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღების სურვილზე, უკმაყოფილება გამოთქვა, როდესაც გასულ წელს პრემია მაჩადოს გადაეცა.

ცნობისთვის, კარაკასში აშშ-ის ძალების მიერ ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ტრამპმა უარი განაცხადა, მხარი დაეჭირა მაჩადოსთვის, როგორც ვენესუელას ახალი ლიდერისთვის.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.