ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ვენესუელას მივცემთ ფულს, რომელიც ძალიან სჭირდებათ“ – ტრამპის გეგმები ვენესუელაში

“ვენესუელას მივცემთ ფულს, რომელიც ძალიან სჭირდებათ“ – ტრამპის გეგმები ვენესუელაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა New York Times-თან ინტერვიუსას, კითხვაზე, აშშ ვენესუელის გაკონტროლებას ერთი წლით გეგმავს, თუ არა, უპასუხა, რომ შესაძლოა, ეს უფრო დიდხანს გაგრძელდეს.
მისი თქმით, აშშ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, დელსი როდრიგესთან მუდმივ კონტაქტშია.
„მარკო მას მუდმივად ესაუბრება. მასთან და მის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტში ვართ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის განცხადებით, ვენესუელის დროებითი მთავრობა აშშ-ს „ყველაფერს აძლევს, რაც საჭიროა“.
„ჩვენ ნავთობს გამოვიყენებთ. ნავთობზე ფასებს შევამცირებთ და ვენესუელას მივცემთ ფულს, რომელიც მათ ძალიან სჭირდებათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.