„ველოდით სამართლიან არჩევნებს, ვნახეთ რაღაც სხვა“ – შაჰინი და რიში

ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
„იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობა ჩაატარებდა თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. სინამდვილეში კი, ვნახეთ რაღაც სხვა ამ არჩევნებზე. [დამკვირვებლები იუწყებიან] მრავალ დარღვევაზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.
მოვუწოდებთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩვენს ევროპელთან მეგობრებთან ერთად, უმალ გამოიძიოს გაყალბების შესახებ შეტყობინებები და გარე ჩარევა, რათა დადგინდეს, მოახდინა თუ არა რამემ სერიოზული გავლენა არჩევნების შედეგებზე. ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, პასუხი უნდა აგოს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ცვლილებებს შევიტანთ “ქართველი ხალხის აქტში”.
მმართველმა პარტიამ უნდა გააცნობიეროს, რომ მის ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს გავლენა უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ დღის წესრიგზე. ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, სურვილისამებრ მშვიდობიან გააპროტესტონ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პატივი სცენ ამ მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას“, – წერენ ისინი განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ