“ვეთანხმები ტრამპს, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული” – პუტინი

პუტინმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, მთავარი არხის ცნობით, თქვა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა, არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობს. ცნობისთვის, ტრამპმა შეთანხმების მი,ღწევა უარჰყო.
პუტინი:
კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა და ის ორმხრივი პატივისცემით წარიმართა. ლოგიკურია, რომ აქ [ალასკაზე] შევხვდით, იმიტომ, რომ ჩვენ მეზობლები ვართ… მე ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ და უკრაინელები მოძმე ხალხი ვართ, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ამ სიტუაციაში. ჩვენ საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენთვის დიდი ტრაგედია და საშინელი ჭრილობაა ის, რაც ახლა ხდება. რომ მივიღოთ ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება, ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ამ კონფლიქტის თავდაპირველად გამომწვევი ფესვები. და ვეთანხმები დონალდ ტრამპის დღევანდელ ნათქვამს, რომ უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, დაგვეხმარება მივუახლოვდეთ ამ მიზანს და მივაღწიოთ უკრაინაში მშვიდობას.. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ და ევროპული ქვეყნები ამას აღიქვამენ კონსტრუქციულად”

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს