ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად – რობერტა მეცოლა

“თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს ის.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები “აგენტების კანონის” მიღებას აპროტესტებენ. პოლიცია მოქალაქეებს აკავეს.
დღეს, 14 მაისს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით “აგენტების კანონი” მიიღო, რომელსაც 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ამ კანონის წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეაფერხებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება