პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით - დავით ბეჟუაშვილი

ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით - დავით ბეჟუაშვილი

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (GIG), რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია, გმობს მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას. "ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით", - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:
„ჯიაიჯი ჰოლდინგი საქართველოს დამოუკიდებლობის თანატოლია. ერთად გავიარეთ ურთულესი წლები.
ჩვენ და ჩვენი გუნდი მუდამ ერთგული ვრჩებით ქვეყნის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს განვითარების მთავარ ვექტორს, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ.
დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერ შეფერხებას ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და პოტენციალის რეალიზებას.
ვგმობთ ნებისმიერი ფორმის ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე, მშვიდობიან მომიტინგეებზე.
ჩვენ ვდგავართ და მუდამ ვიდგებით ქართველი ხალხის გვერდით.
ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.