ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, არის მიუღებელი – ირაკლი ღარიბაშვილი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, სავარაუდო ძალადობის ფაქტებს გმობს. ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ყველა შემთხვევა გამოძიებული იქნება.
“მე ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან რაღაც ცალკეულ ინციდენტებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მე მჯერა რომ გამოძიებული იქნება ეს ძალადობრივი ფაქტი, არის მიუღებელი. რომელი ძალა გველაპარაკება ჩვენ? – რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა და აწამებდა,”- აცხადებს ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.