“ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ” – ევროპარლამენტარები

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარებით და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს,” – ერთობლივ განცხადებას ევროპარლამენტარები ავრცელებენ და გმობენ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევას.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ სასწრაფოდ განმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც მკაცრად უნდა იქნას დაცული,” – წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ საუბრობენ საფრთხეებზე, რაც რუსული კანონის დამტკიცებას მოჰყვება და ხელისუფლებას უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მთავრობას, რომ ხალხის მოლოდინი გაამართლონ და ქვეყნის ევროპული კურსს საფრთხე არ შეუქმნან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს