“ვგმობთ სამართლიანი პროტესტის უმოწყალოდ დარბევას, განთავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი”– თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორთა ნაწილი

გაუმართლებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება – ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები და მკვლევრები ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ.
განცხადებას 60-მდე პირი აწერს ხელს.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააგრძელოს ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმართული ძალისხმევა, „რომელიც მრავალი თაობის ბრძოლის და შრომის შედეგია, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.“
„ჩვენ ასევე ვგმობთ 2024 წელის 28-30 ნოემბერს მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის უმოწყალოდ დარბევას. შეჩერდეს ჩვენი თანამოქალაქეების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი აგრესია და რეპრესიები, დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს ყველა უკანონო პატიმარი, დაისაჯოს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და შემსრულებელი, აღიძრას სისხლის სამართლის საქმეები ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს