“ვგმობთ “ოცნების” არაპროპორციულ და გაუმართლებელ ძალადობას, მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა” – CoD-ის წევრი ქვეყნები

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ – “დემოკრატიათა თანამეგობრობის” მმართელი საბჭოს წევრები (კანადა, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუმინეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, ) საქართელოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
ისინი მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, “შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა”.
საბჭოს წევრი ქვეყნები ასევე გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციისა და ბოლო საარჩევნო პროცესის გამო.
“ჩვენ მოვუწოდებთ, “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკა, მათ შორის თვითნებური დაკავებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენება კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობის მიზნით. ჩვენ ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ცდილობს გამოიყენოს თავისი მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება – რომლის პატივისცემაც შედის 2000 წლის ვარშავის დეკლარაციის პრინციპებში. დემოკრატიათა თანამეგობრობის მმართველი საბჭოს ხელმომწერი წევრები იყენებენ ამ შესაძლებლობას და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობისა და მისი მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზე, ისევე როგორც ერთგულებაზე, ასევე დაუბრუნდეს მის კონსტიტუციურ ვალდებულებებს და ჩაატაროს გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება დაფიქსირებული დარღვევების შესახებ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ