ვახშამი ოქროს თეფშებზე, ქათინაურები ტრამპისგან და კრიტიკა მამდანისგან – მეფე ჩარლზ III-ის სკანდალური მიღება -ში: რას წერს მედია

“მე­ფედ ყოფ­ნა ალ­ბათ რთუ­ლი უნდა იყოს. ერთ დღეს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი გა­ქებს, კონ­გრე­სი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით გხვდე­ბა და ოქ­როს თეფ­შებ­ზე გა­წყო­ბილ რა­ვი­ო­ლის გთა­ვა­ზო­ბენ. მე­ო­რე დღეს კი ნიუ-იორ­კის მერი გა­იგ­ნო­რებს და ნათ­ლად აცხა­დებს, რომ მას არ სურს შენ­თან შეხ­ვედ­რა,“ – ამის შე­სა­ხებ guardian-ი წერს და სკან­და­ლუ­რი მი­ღე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლებს გვი­ზი­ა­რებს.

  • მეფე ჩარლზ III -ის უდი­დეს ქა­ლაქს ოთხშა­ბათს ეწ­ვია. მო­ნარ­ქი 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტე­ბის მსხვერ­პლთა მე­მო­რი­ა­ლის გვირ­გვი­ნით შემ­კო­ბის ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრო. წინა დღით კი ჩარლზ­მა ვა­შინგტონ­ში ვი­ზი­ტი­სას, დო­ნალდ ტრამ­პის­გან ქა­თი­ნა­უ­რე­ბი ის­მი­ნა.

ტრამ­პთან შეხ­ვედ­რამ საკ­მა­ოდ პომ­პე­ზუ­რად ჩა­ი­ა­რა – “ოქ­როს თეფ­შებ­ზე“ გა­წყო­ბილ ვახ­შამს თან ახ­ლდა აშშ-ის პირ­ვე­ლი პი­რის ხუმ­რო­ბე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ მხა­რე­ე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზეც კი შე­თან­ხმდნენ.

 

სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა მეფე ჩარლ­ზი­სა და ნიუ-იორ­კის დე­მოკ­რა­ტი სო­ცი­ა­ლის­ტი მე­რის, მე­რის, ზოჰ­რან მამ­და­ნის და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა.

მამ­და­ნი მე­ფის­გან დის­ტან­ცირ­და მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში 11 სექ­ტემ­ბრის მსხვერ­პლთათ­ვის პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად გვირ­გვი­ნით შემ­კო­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე.

 

“მერი მეფე ჩარლზს პი­რა­დად არ შეხ­ვდე­ბა. თუმ­ცა ცე­რე­მო­ნი­ას და­ეს­წრე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და მამ­და­ნის პრესმდი­ვან­მა ჯო კალ­ვე­ლომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­წყე­ბამ­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ შო­რის რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა მა­ინც შედ­გა.

 

ჯერ კი­დევ დი­ლით, რო­დე­საც მამ­და­ნის ჰკი­თხეს, რას ეტყო­და ჩარლზს, ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ, პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­სას, მერ­მა უპა­ხუ­სა: “მე­ფეს­თან პი­რის­პირ რომ მო­მი­წი­ოს სა­უ­ბა­რი, ალ­ბათ ვურ­ჩევ­დი, კოჰ-ი-ნო­რის ბრი­ლი­ან­ტი და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა“.

 

106-კა­რა­ტი­ა­ნი ბრი­ლი­ან­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­კუთ­რე­ბაა, და­ვის სა­გა­ნი გახ­და მას შემ­დეგ, რაც ის 1849 წელს დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და. კრი­ტი­კო­სე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ კვერ­ცხის ზო­მის ბრი­ლი­ან­ტი უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს ინ­დო­ელ 10 წლის მა­ჰა­რა­ჯას დუ­ლიპ სინ­გჰს და ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფომ მი­ით­ვი­სა.

ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლემ უარი თქვა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე.

 

მსოფ­ლიო სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ჩარლზ­სა და კა­მი­ლას თან ახ­ლდა არა მამ­და­ნი, არა­მედ ნიუ-იორ­კის ყო­ფი­ლი მერი (2002 წლი­დან 2013 წლამ­დე) მაიკ ბლუმ­ბერ­გი.

თუმ­ცა, რო­დე­საც ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე, 11 სექ­ტემ­ბერს და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლურ და­ფას­თან ზოჰ­რან მამ­და­ნიც მი­ვი­და, სა­მე­ფო ოჯახ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­არ­თვეს და მოკ­ლე სა­უ­ბა­რიც შედ­გა.

წყა­რო