ვახუშტი მენაბდე – უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა!

ვახუშტი მენაბდე – უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა!
უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა! – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს.
მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, უკანონო იქნება.
„საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს. 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.
ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო – არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს