ვახტანგ ძაბირაძე: ღარიბაშვილი წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცია პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრ ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით -ს ეწ­ვია. მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ვი­ზი­ტი­სას ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა -ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, კო­მერ­ცი­ი­სა და სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტებ­სა და სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გენ­ლის ოფის­ში, აგ­რეთ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დი­სა და მსოფ­ლიო ბან­კის ტოპ­მე­ნე­ჯმენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, შეხ­ვდა აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მო­ად­გი­ლე ჯო­შუა ჰაკ­საც. 26 აპ­რილს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით კი, და­ვი­თაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის სპე­ცი­ა­ლურ ასის­ტენ­ტთან, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში ევ­რო­პას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში უფ­როს დი­რექ­ტორ ენ­დრიუ პიკ­თან. ვიცე-პრე­მი­ე­რის თქმით, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­ში “არ­სე­ბობს ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია”, რომ აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა “არა­თუ გაგ­რძელ­დეს, არა­მედ უფრო გაღ­რმავ­დეს”. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ შეხ­ვედ­რებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ამე­რი­კულ მხა­რეს არ გა­უვრცე­ლე­ბია. ცნო­ბე­ბი ვი­ზი­ტის თა­ო­ბა­ზე ქარ­თუ­ლი მხა­რის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი.

სწო­რედ ამ სა­კი­თხზე სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან”. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

– არ მინ­და კონ­ტექ­სტი­დან იყოს ამოგ­ლე­ჯი­ლი და­ვი­თაშ­ვი­ლის ამე­რი­კუ­ლი ვო­ი­ა­ჟი, ამი­ტომ გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ამ შეხ­ვედ­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გავ­რცელ­და კონ­გრე­სის ორი­ვე პა­ლა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ორ­პარ­ტი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა­სა და პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. თუ ამ ყვე­ლა­ფერს ერ­თი­ა­ნო­ბა­ში გან­ვი­ხი­ლავთ, ამ ვი­ზი­ტში უც­ნა­უ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი არა­ფე­რია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი რან­გის მო­ხე­ლე­ე­ბი შეხ­ვდე­ბოდ­ნენ ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას იმის სათ­ქმე­ლად, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, ოღონდ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მერე, ეს პი­რო­ბე­ბი კი ზუს­ტად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კონ­გრეს­მენ­თა ზე­მოთ ნახ­სე­ნებ გან­ცხა­დე­ბა­ში…

– რო­გორ ფიქ­რობთ, ვი­ზიტს აშშ-ში და იმ სა­ვა­რა­უ­დო პი­რო­ბებს, რა­ზეც სა­უბ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან რა ნა­ბი­ჯე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს?

– რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, ვნა­ხოთ, და­ვი­თაშ­ვი­ლის ჩა­მო­ტა­ნილ გზავ­ნი­ლებს გა­ნი­ხი­ლა­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და, ალ­ბათ, დას­კვნებ­საც გა­მო­ი­ტა­ნენ. ფაქ­ტია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სამ­ზა­დის­შია, ვნა­ხეთ, არა­ერ­თი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­დას­ხმით. აბა, ასე ხე­ლა­ღე­ბით კო­ბა­ხი­ძე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვერ მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ ისიც ცხა­დად ჩანს, რომ მას აქვს სრუ­ლი კარტ-ბლან­ში ახა­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ში, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გო­მე­ლა­უ­რი აუ­ცი­ლებ­ლად დარ­ჩე­ბა თა­ვის ად­გილ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩემი აზ­რით, კო­ბა­ხი­ძის თით­ქმის ყვე­ლა შე­თა­ვა­ზე­ბას და­ე­თან­ხმე­ბა, გარ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სი. თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თა­ვის უერ­თგუ­ლეს კადრს ვერ შე­ე­ლე­ვა. მოკ­ლედ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს პირ­და­პირ იმის მი­ნიშ­ნე­ბად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. კი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ემ­ზა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, თუმ­ცა მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თუ ორი არ­ჩევ­ნე­ბის ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავს, ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ეს ბევრ რა­მე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც შიდა პო­ლი­ტი­კა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებ­ზე, ისე მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, მათ შო­რის უმ­თავ­რე­სია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი და მისი დას­რუ­ლე­ბის გზე­ბის გა­მო­ნახ­ვა.

– ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან კი­დევ ერთხელ წა­ვი­და – 25 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მან “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი და­ტო­ვა. რო­გორც თქვა, აპი­რებს ოჯახს და­უთ­მოს დიდი დრო, თუმ­ცა იქვე არ გა­მო­რი­ცხა მობ­რუ­ნე­ბაც…

– რო­გორც უკვე ვთქვი, ყა­ლიბ­დე­ბა ახა­ლი გუნ­დი და ამ საქ­მე­ში კო­ბა­ხი­ძეს ივა­ნიშ­ვილ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სრუ­ლი კარტ-ბლან­ში მის­ცა. ფაქ­ტია, მხო­ლოდ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ წა­სუ­ლა, დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნდში. გა­სულ კვი­რას ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრიც შეც­ვა­ლეს. ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წას­ვლა-მოს­ვლას რაც შე­ე­ხე­ბა, ის წა­ვი­და ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით და თუ სა­ჭი­რო გახ­და, კვლა­ვაც ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით დაბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა არ ვფიქ­რობ, რომ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას შექ­მნის ის. რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თქვა ოპო­ზი­ცი­ის შექ­მნა­ზე, შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა გა­ა­კე­თოს, ოღონდ არა ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, ლი­ლუ­აშ­ვი­ლის ან ვინ­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ბოლო ხანს წა­სუ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რად­გან ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და და­ნარ­ჩე­ნე­ბის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბა პრობ­ლე­მას ოპო­ზი­ცი­ას კი არ შე­უქ­მნის, თა­ვად “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” – მას გა­უ­ყოფს ხმებს. სხვა ხმე­ბი ღა­რი­ბაშ­ვილს არა აქვს.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის შექ­მნა კი არ არის პრობ­ლე­მა, არა­მედ ის, თუ ელექ­ტო­რა­ტის რა ნა­წილს მი­იმხრობს… “ხალ­ხის ძა­ლაც” მა­გის­თვის შექ­მნეს, მაგ­რამ ყვე­ლამ იცო­და, რომ ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია იყო და რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გა, ის “ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან” ერ­თად გა­ვი­და, რად­გან ცალ­კე რომ გა­სუ­ლი­ყო, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ხმებს გა­უ­ყოფ­და. არა­და, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სჭირ­დე­ბა ის ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად ოპო­ზი­ცი­უ­რია, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ყუ­ლა­ბა­ში წავა. ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, სულ სხვა ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა და­ა­ფუძ­ნე­ბი­ნოს ფსევ­დო­და­სავ­ლუ­რი და ფსევ­დო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს