ვახტანგ ცინცაძე – ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1% შეადგინა, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ინფლაციამ 0.1 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ის 0.2%-ით არის შემცირებული.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ აპრილის თვიდან საქართველოში ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, მნიშვნელოვანი ფასების შემცირება ფიქსირდება სურსათის და მედიკამენტების ჯგუფებზე.
„ეს ყველაზე მოწყვლადი საზოგადოების ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს – ჩვენი მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ შენარჩუნდება, ხოლო მომავალი წლიდან ეტაპობრივად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს”, – აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ინფლაციის შემცირება საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულმა მუშაობამ განაპირობა.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სხვა ქვეყნებზე ადრე მოვახერხეთ ამ გამოწვევის დაძლევა”, – აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ