ვახტანგ ცინცაძე – ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები – აგვისტოში ექსპორტის 30 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 640 მლნ დოლარს გადააჭარბა.
მან ასევე ხაზი გაუსვა მომსახურების ექსპორტის და მათ შორის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდას, რომელიც დარგში არსებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე 2024 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მინისტრის მოადგილემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ინფორმაციისა და კომუნიკაციის; მშენებლობის; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; განათლების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სექტორებში.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება. როგორც მოგეხსენებათ, არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის პროგნოზი, რაც ნიშნავს ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდას“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, „საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10%-ს გაუტოლდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”