ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და მათ შორის, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტი ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ევროპარლამენტი ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება მიულოცა და იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა“,- განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.