ვახტანგ გომელაური სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან, არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა.
შსს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გივი თუმანიშვილი.
„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, რეგიონული დიალოგის არსებობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა მიმართულებების განვითარებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”