ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვახტანგ გომელაური: არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი

ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან, - ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას: "როგორია თქვენი პოზიცია გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი დავით ხიდაშელი რუსი ბიზნესმენის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია".
ვახტანგ გომელაურის თქმით, დავით ხიდაშელი მისი მრჩეველი არ ყოფილა, ამიტომ არ იცის ვისთან აქვს კავშირი და რა ინფორმაციაზე ჰქონდა წვდომა.
„არ ვიცი, ეს ადამიანი ევტუშენკოვის მეგობარია, თუ სხვა ვიღაცის და როგორ გაგცეთ პასუხი. შეიძლება პირიქით, კარგ საქმეს აკეთებდა. რატომ არის ცუდი? თქვენ იცით, რომ ცუდი ადამიანია ის?
ძალიან ბევრს აქვს რუსეთში ახლო კავშირები, მათ შორის ოპოზიციიდან და ჰყავთ დამფინანსებლები, დეტალებში ნუ ჩამიყვანთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.