ვახო სანაია: წავიკითხე ზაზა შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებული შემზარავი ტექსტი. ასეთი შეშინებულიც არ მეგონა

“წავიკითხე ზაზა შათირიშვილის სახელით გამოქვეყნებული შემზარავი ტექსტი. წერილს თუ ჩამოვაცილებთ ,,გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდისტულ შეფუთვას, დაგვრჩება მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი (ზაზა არა ოღონდ, ზაზა კარგადაა).
ასეთი შეშინებულიც არ მეგონა. სულ ფიცო, მკვლელობა, შეთქმულება, სასხლეტი, მსხვერპლი, ვიღაც თავზეხელაღებული მკვლელი, დიპ სტეიტი, სპეცსამსახურები. აი, ესენი ელანდება.
როგორც ჩანს, ყველა გადაწყვეტილება ამ მწვავე ფონზე მიიღება. წინა წერილთან შედარებით მდგომარეობა დამძიმებულია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.
ზაზა შათირიშვილის წერილი, იხილეთ აქ

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო