არქივი17 მაისი, 2025, 17:42
ვახო სანაია: მიკიბ-მოკიბვა არ მიყვარს. სიმართლე ესაა...

"მიკიბ-მოკიბვა არ მიყვარს. სიმართლე ესაა:
თქვენი ღარიბი, უსწავლელი და დამცირებული შვილები მათ მდიდარ, თქვენი ფულით ნასწავლ და უცხოეთიდან დაბრუნებულ შვილებს მოჯამაგირეებად უნდა დაუდგნენ - ესაა მთელი მათი ოჯახის სიწმინდის დღე.
მეორე მხრიდან, მათთან შეკრული გამდიდრებული მღვდელიც ჩაგძახით, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებაა.
თქვენ კი მათთან ერთად სეირნობთ... ტრაგიკული სანახაობაა, მაგრამ შევცვლით ამ რეალობას," - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.