პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვახო სანაიამ მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
როგორც მან იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ვერანაირი „ვითომ კანონები“ პროტესტს ვერ გააჩერებს და პროცესი ხალხის გამარჯვებით დასრულდება“.
სანაიას შსს რუსთაველის გამზირზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდა.
მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.