ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია

ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე – ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია
ახლა რომ რთული დღეები იყოს, აი როგორიც გამოვიარეთ, წინა პერიოდივით რთული კვირები იყოს, ვახტანგ გომელაური არავითარ შემთხვევაში, ნულია პროცენტი იმისა, რომ თანამდებობას დატოვებდა, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ გომელაურის თანამდებობიდან წასვლა არაფერ შუაში არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკასთან. მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დასატოვებლად შეარჩია ისეთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა და მისი გადაწყვეტილება პრობლემას არ შექმნიდა.
„ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ არაფერი ისეთი აღარ ხდებოდა, რომ სიძნელე ყოფილიყო, რომ ვაიმე გამოცდილი მინისტრი, პროფესიონალი თუ არ ვიქენი ახლა აქ რაღაც პრობლემა შეიქმნას, როცა დამშვიდდა ყველაზე მაგრად სიტუაცია და მიხვდა ეს ადამიანი, მაშინ გადაწყვიტა. მთავარი თქვა მან თავის განცხადებაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია და არანაირი ხინჯი მასთან მეგობრობაში არ არსებობს.
„მე არ შეიძლება რომ გვერდი ავუარო იმას, რასაც ახლა ვიტყვი – თუკი ვინმე გაგიცნიათ, იცნობთ, მომავალში გაიცნობთ, ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, ღირსეული ადამიანია და მე გეკას სამომავლო გამოწვევებზე თუ რამეს ვიტყვი შემდეგ, მანამდე აუცილებლად ვიტყვი, რომ ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, ამას არ დაიჯერებს ბევრი, ვერ დაიჯერებს, მაგრამ პირიქით ჩვენი სამეგობრო ოჯახის, პარტიული ოჯახის წევრია, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Next: ჩვენ რომ იმ მოთხოვნებს დავთანხმებოდით, რაც სხვადასხვა მხრიდან ისმოდა კულისებში თუ ღიად, შეიძლება ბევრი რამე შეცვლილიყო – სულ ვამბობდით, რატომ მიგყავარ ისეთ ომში, სადაც მე მოვკვდები და შენ რაღაც სარგებელი შეიძლება მიიღო, შეიძლება – არა?!

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები