არქივი2 ივლისი 2025, 18:39
„ვახოს თავი დაანებეთ, თავის გაჭირვება ეყოფა…ხვალ დასაჭერი არ გაგიხდეთ” – გიორგი გახარია

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ “ქართულ ოცნებას” შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის დაკავება მოუწიოს:
მე წინაზე გთხოვეთ, ვახოს თავი დაანებეთ, თავის გაჭირვება ეყოფა-თქო, მაგრამ არ დაანებეთ თავი. ის კაცი ისე გააგდეთ, ხვალ დასაჭერი არ გაგიხდეთ”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ მანამდე წულუკიანის კომისიას ასევე უთხრა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი “ოცნებამ” “ცრუ მოწმედ” აქცია – საუბარია ვახტანგ გომელაურის პროკურატურაში დაბარებაზე, როდესაც ყოფილი მინისტრი რამდენიმე დღის წინ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოიკითხა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.