ვაშინგტონში კახა და თამაზ ხარიტონაშვილები სიგელებით „LEADERS PROTAGONIST OF ART AT WASHINGTON“ დაჯილდოვდნენ

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში ხელოვნების ფონდის ორგანიზებით გამოფენა და შემდგომ დაჯილდოება გაიმართა, სადაც მხატვრები, ძმები კახა და თამაზ ხარიტონაშვილები სიგელებით „LEADERS PROTAGONIST OF ART AT WASHINGTON“ დაჯილდოვდნენ.
ქართველ ემიგრანტ მხატვარს, ნიუ-იორკის მხატვართა ასოციაციის წევრს თმაზ ხარიტონაშვილს ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს და იცის, რომ განსაკუთრებული ტექნიკით შექმნილი მისი ქანდაკებები და მოზაიკა ამერიკის შეერთებული შტატებში მრავალ შენობასა და ეკლესიას ამშვენებს, ამიტომ დღეს მის ძმაზე, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრზე, კახა ხარიტონაშვილზე მოგაწვდით მცირე ინფორმაციას.
კახა ხარიტონაშვილი ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. იგი მხატვრობით 5 წლის ასაკიდან დაინტერესდა. კახა ჯერ სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი სწავლა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო, რომლის დამთავრების შემდეგ წავიდა საბერძნეთში, სადაც სამხატვრო სტუდიაში მარმარილოს ქანდაკებებზე დაიწყო მუშაობა.
1999 წელს მისი ნამუშევრები მე-5 ავენიუზე „Manhattan Art Victor Gallery“ -ში გამოიფინა, ხოლო 2001 წლის 15 ოქტომბერს ნიუ-იორკში, ლონგ-აილენდზე, „marinaro gallery“-ში მოაწყო გამოფენა. დიდი შესვენების შემდეგ, 2019 და 2020 წლებში მისი ნამუშევრები ნიუ-იორკში „TKH GALLERY“-ში იხილა საზოგადოებამ.
უახლოეს მომავალში კახა ხარიტონაშვილს რამდენიმე გამოფენა აქვს დაგეგმილი. 25 დეკემბერს, საგამოფენო დარბაზში „უნივერსი“, იგი სხვა მხატვრებთან ერთად გამოფენს თავის ნახატებს, ხოლო 28 იანვარს, მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში მისი პერსონალური გამოფენა გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ