ვაშინგტონში ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება

ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობაში, ასევე უცხოელი ოფიციალური პირების მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაში წაუყენეს.
-ის პროკურორმა ჯანინ პირომ განაცხადა, რომ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს და მოსალოდნელია დამატებითი ბრალდებები.
„ეს არის საქმე, რომელიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარება“, – განაცხადა ჯანინ პირომ და დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, მიიღებენ თუ არა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებას.
გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ოფისის წარმომადგენელმა, სტივ ჯენსონმა მკვლელობას ტერორისტული აქტი და ებრაული თემის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა უწოდა.
შეგახსენებთ, გუშინ ვაშინგტონში, ებრაული მუზეუმის წინ ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 30 წლის ელიას როდრიგესი სროლიდან მალევე, ადგილზე დააკავა. ის დაკავებისას სკანდირებდა : „თავისუფლება პალესტინას“.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს