არქივი27 ნოემბერი, 2025, 00:30
ვაშინგტონში, თეთრ სახლთან ახლოს, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს

ამერიკული მედიის ცნობით, ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან 5 წუთის მოშორებით, აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც დედაქალაქში განლაგებულ ეროვნული გვარდიის წევრებს გამიზნულად დაესხა თავს, პოლიციამ უკვე დააკავა.
აშშ-ს ეროვნული გვარდიის ორი წევრის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.