ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან მოსამზადებელ შეხვედრას მართავს.
შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, საელჩოში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკვე მივიდნენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.