ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა
ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ილონ მასკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ათასობით ადამიანმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააპროტესტა.
დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ილონ მასკსა და მის დეპარტამენტს მინიჭებული აქვს ზედმეტად ფართო უფლებამოსილება. საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესს ჩარევისკენ და ტრამპისა და მასკის გადაწყვეტილებების გაუქმებისკენ მოუწოდებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.