ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების მწარმოებლებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სამ რუსულ და ჩინურ კომპანიას და ერთ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების Garpiya-ს შემუშავებასა და წარმოებასთან. ამ დრონებს უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობით ჩინეთში შემუშავებული და წარმოებული დრონების გამოყენებამ გამოიწვია უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების ნგრევა და მასობრივი მსხვერპლი.
სანქცირებული არიან რუსეთის ქალაქ იჟევსკში მდებარე ქარხანა „კუპოლი“, ჩინური Xiamen Limbach Aircraft Engine და Redlepus Vector Industry Shenzhen და რუსული ფირმა „ტსკ ვექტორის“ გენერალური დირექტორი არტიომ იამშჩიკოვი. -ის მონაცემებით, ამ ფირმას „კუპოლსა“ და ჩინურ კომპანიებს შორის შუამავლობით რუსეთში ჩააქვს ჩინეთში წარმოებული დრონები.
სააგენტო Reuters-ი 2024 წლის სექტემბერში წერდა, რომ რუსეთის ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკურმა ქარხანა „კუპოლმა“, რომელიც იარაღის მწარმოებელი სახელმწიფო კონცერნის, „ალმაზ-ანტეის“ შვილობილი საწარმოა, ჩინელი სპეციალისტების დახმარებით შეიმუშავა და გამოცადა დრონის ახალი მოდელი, Garpiya-3.
არსებული მონაცემებით, ამ დრონების დატვირთვა 50 კილოგრამია, ფრენის მანძილი კი დაახლოებით 2000 კილომეტრი.
რუსეთთან ომში უპილოტო საფრენ აპარატებს აქტიურად იყენებს უკრაინაც, რომელმაც მათი წარმოებაც დაიწყო. უკრაინის მონაცემებით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით ეს წარმოება ათჯერ გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს