ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა

ამ ეტაპზე გვჯერა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა , – ამის შესახებ ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსმა, ჯონ დონელიმ განაცხადა.
დონელის ცნობით, აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ მაშველებმა მდინარე პოტომაკიდან 28 ცხედარი ამოიყვანეს.
„ახლა იმ ეტაპზე ვართ, რომ სამაშველო ოპერაციიდან სამძებრო ოპერაციაზე გადავდივართ. ამ ეტაპზე გვჯერა, რომ უბედური შემთხვევის შედეგად არავინ გადარჩენილა“, – განაცხადა დონელიმ.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შეჯახების შემდეგ თვითმფრინავიც და ვერტმფრენიც მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის ცნობით, თვითმფრინავში 64 ადამიანი, ხოლო ვერტმფრენის ბორტზე სამი სამხედრო იმყოფებოდა.
რთული პირობების მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი