ვაშინგტონის პრაიმერი ნიკი ჰეილიმ მოიგო

ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ დონალდ ტრამპი დაამარცხა.
აღნიშნული ჰეილისთვის აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში პირველი გამარჯვებაა. გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ვაშინგტონში ტრამპი 62.9%-ით დაამარცხა.
როგორც BBC წერს, ნიკი ჰეილი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გაიმარჯვა.
მიუხედავად ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შიდაპარტიულ რეიტინგში ამ დრომდე ლიდერობს და უდიდესი ალბათობით სწორედ ის დაუპირისპირდება ჯო ბაიდენს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.
BBC აღნიშნავს, რომ ისტორიულად ვაშინგტონი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველთვის დემოკრატებისკენ იხდებოდა. აშშ-ის დედაქალაქში რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ 23 000 მხარდამჭერია რეგისტრირებული. რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ვაშინგტონის პრაიმერიზში მონაწილეობა პარტიის 2 035-მა წევრმა მიიღო.
5 მარტს „სუპერ სამშაბათია“, როდესაც 16 შტატი ჩაატარებს პრაიმერებს. რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში გამარჯვებული, საბოლოოდ, ზაფხულამდე უნდა გაირკვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)