არქივი7 ივლისი, 2024, 16:39
ვაშაძე: წვრთნების შეჩერება ნიშნავს, რომ აშშ იწყებს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას
[წვრთნების შეჩერება] ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა, ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ფუნდამენტურად იწყებს სრულად სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას - არამარტო სამხედრო სფეროში, არამედ ეკონომიკის სფეროშიც. უბრალოდ რით უნდა იარსებოს საქართველომ, თუ ეს ყველაფერი გაწყდა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუციებთან. კარგია ის, რომ მხოლოდ [წვრთნების] შეჩერებაზეა საუბარი და 26 ოქტომბერს ყველას გვაქვს შესაძლებლობა, რომ არათუ უკან დავაბრუნოთ ყველა ის სიკეთე რაც გვქონდა ამერიკისგან, არამედ მივიღოთ უვიზო მიმოსვლა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.