tbl.ge/7he6საყოველთაო კარდაკარი გვექნება, პირველ ეტაპზე, თბილისში. “ოპოზიციის ალიანსის” წარმომადგენლები ყველა უბანში მივალთ, ჩვენს გზავნილებს მივიტანთ და საზოგადოების აზრს მოვისმენთ. 26 მაისს იქნება სუფთად პოლიტიკური შეკრება, ღიად ვამბობ. ალიანსისთვის ეს იქნება პირველი პოლიტიკური საერთო მანდატის წამოღება საზოგადოებისგან. ჩვენ გვინდა, რომ გვერდში დავუდგეთ აბსოლუტურად ყველას და გვსურს მათგანაც მანდატი მივიღოთ. პირველი მანდატის აღება იქნება “ოპოზიციის ალიანსის” მხრიდან საზოგადოებისგან.
[…] ახლა, რასაც ალიანსი ვაკეთებთ, ეს არის საზოგადოების გამთლიანება და ერთ მუშტად შეკვრა. ჯერ არჩევნები მიღწეული არ არის. ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს, არჩევნებამდე იმხელა უპირატესობა უნდა უნდა იყოს ჩვენს მხარეს, რომ ვეღარ შეძლოს მეორე მხარემ ამ უპირატესობის სიყალბით გადალახვა. ჩვენი ამოცანაა კონკრეტული ალტერნატივა შევთავაზოთ საზოგადოებას. ვაჩვენოთ, რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო მძლავრი ეკონომიკით, სრულფასოვანი დემოკრატიით, ძლიერი თავდაცვით. მათი გზა არის იზოლირებული საქართველო, ტყუილებში ქვეყნის მართვა. ვფიქრობ, ახლა ოპოზიცია არის გაცილებით უფრო კონსოლიდირებული.თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში “პოლიტ-ქალაქში”.ამავე თემაზე14 აპრ, 17:19რეჟიმის კაპიტულანტური პოლიტიკით, გალში ქართველების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა – ალიანსი31 მარ, 11:21ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება – ალიანსი14 მარ, 20:27კობახიძე ოპოზიციის ალიანსზე: ჯერ აღიარონ ჩვენი ლეგიტიმაცია, მერე შეიძლება ლაპარაკი11 მარ, 18:04ცნობები ოპოზიციის გარდაცვალებაზე აშკარად ნაადრევი აღმოჩნდა – ელენე ხოშტარიას ხედვა10 მარ, 14:58ენმ: ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმებაკომენტარებიბოლო სიახლეები