ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაყის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია | მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ვაყის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია - საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც 4 სოფელს ემსახურება, მშობლებმა ბავშვების გაშვებაზე უარი თქვეს. პროსტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც ხელისუფლებისგან ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, როდის დაიწყება სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია.
უკვე მეორე წელია ბავშვები განათლებას მეზობელი სოფელ გომის სკოლის შენობაში იღებენ, რომელიც არანაკლებ ავარიულია და მშობლების თქმით, მათი შვილებისთვის იქ სიარული საფრთხეს წარმოადგენს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.