“ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის” | ნიკა მელია

“ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია გააკეთებს ძალიან ბევრს ქართული დემოკრატიისთვის”, – ამის შესახებ განცხადება მ პირველად “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “ღამის მთავარი” განაცხადა.
“არიან სკეპტიკოსები, იქნებიან. ბევრი მინახავს უკანასკნელი წლების განმავლობაში და მათ მერე პოზიცია შეუცვლიათ. მე არ მექნება პრეტენზია, […] არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე კვალიფიციურები ვიყოთ, ხო არც ამაზე გვექნება ძალიან დიდი ამბიცია. მაგრამ რაზეც შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს მერე კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც დაფუძნდება. და დაფუძნდება ძალიან მალე… ჩვენ, პრაქტიკულად, ხვალინდელი დღიდან დავიწყებთ ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას. იქნება მნიშვნელოვანი შინაარსობრივი მუშაობა გასატარებელი და შესაბამის პერიოდში დაფუძნდება. და დაფუძნდება რისთვის – უამრავი ადამიანი არის დღეს არჩევანის გარეშე”… – ამბობს ნიკა მელია.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ და ამჟამინდელ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება.
27 ნოემბერს კი ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელია პარტიიდან პირდაპირ ეთერში გარიცხა. გამოაცხადა, რომ “ნიკა მელია არ არის პარტიის წევრი” და ჟურნალისტის ხელწერილით დაწერილ შეკითხვას წერილობით უპასუხა. ამ ფაქტის შემდეგ ეს ნიკა მელიას პირველი განცხადებაა. მისი თანამოაზრეები კი “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველდღიურად ტოვებენ, ლევან ხაბეიშვილს კი თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.