ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია - ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს

ბელგიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებს ულოცავს. ალექსანდრ დე კროს თქმით, აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია.

მისივე თქმით, გრძელი გზაა და საქართველომ რეფორმები უნდა გაატაროს.

"ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გასწია. ევროკომისიამ შესაბამისი ანალიზი დადო. ვფიქრობ, გზავნილი, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ვუგზავნით, იქნება ეს უკრაინა, საქართველო თუ მოლდოვა, შემდეგშია - ვაფასებთ გაწეულ შრომას, თუმცა გზა გრძელდება, ეს გრძელი გზაა და რეფორმებს საჭიროებს, ვისაც სურს ევროკავშირის ნაწილი გახდეს, კავშირი, რომელიც იძლევა კეთილდღეობასა და უსაფრთხოების გარანტიებს, მან აუცილებელი რეფორმები უნდა გაატაროს", - განაცხადა ალექსანდრ დე კრომ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.