ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს

როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო… ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა. სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის განცხადებით, ოპოზიციის მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა დასრულდეს.
„როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო… ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა.
სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ და ეს უნდა დასრულდეს. ეს საგიჟეთი და უნიჭო პერფორმანსები კიდევ უფრო მეტად უშლის ხელს 9 აპრილის მოვლენების რეალურ გააზრებას.
ეს უნდა დასრულდეს, არამხოლოდ რუსთაველზე, არამედ ზოგადად, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მტრებს უნდა მიეჩინოთ შესაფერისი ადგილი. მაშინ ექნება შინაარსი და ფასი 9 აპრილის მემორიალთან მიტანილ ტიტებს,“- წერს ვატო შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე