ვატო შაქარიშვილი: მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან უნდა გააძევოს ყველა იმ სახელმწიფოს ელჩი, რომელთა ოფიციალური პირები…

სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური პროცესების ავანგარდში! იმ რეჟიმის წარმომადგენლების რევანშს უწყობენ ხელს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლით იკვებებოდა! – ამის შესახებ კონსერვატიული გაერთიანების, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შაქარიშვილის მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან უნდა გააძევოს ყველა იმ სახელმწიფოს ელჩი, რომელთა ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში და საბოლოოდ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმაში.
„სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური პროცესების ავანგარდში! იმ რეჟიმის წარმომადგენლების რევანშს უწყობენ ხელს, რომელიც 9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის სისხლით იკვებებოდა! საქართველოს ჰყავდა თევდორე მღვდელი და ჰყავდა ყორღანაშვილიც და ორჯონიკიძეც! ამ უკანასკნელებს ვუყურებთ პირდაპირ ეთერში, როგორ მოუძღვიან უცხოტომელებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას კოლონიად მიიჩნევენ და არ აძლევენ საშუალებას გახდეს თავისუფალი! მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ ქვეყნიდან უნდა გააძევოს ყველა იმ სახელმწიფოს ელჩი, რომელთა ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში და საბოლოოდ საქართველოს უკრაინიზაციის გეგმაში!!!“ – წერს შაქარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება