არქივი28 ნოემბერი, 2023, 08:49
ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლე პალაცო დელა კანჩელარიაში საზეიმო მიღება გაიმართა
ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, საზეიმო მიღება გაიმართა, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.
მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი და ვატიკანში საქართველოს ელჩი.
საღამოს „სუხიშვილები“ და ანსამბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.