ვატიკანში კონკლავი დაიწყო

ვატიკანში ახალი პაპის არჩევის პროცესი – კონკლავი – დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კარდინალებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც პაპის ლიტურგიების მაგისტრმა რაველიმ ტრადიციული extra omnes (“ყველანი გარეთ”) წარმოთქვა, რის შემდეგაც შენობა დატოვა ყველამ, ვინც კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
ახლა საიდუმლო კენჭისყრა დაიწყო. თუ სიქსტის კაპელადან თეთრი კვამლი ამოვა – ახალი პაპი აირჩიეს. თუ შავი – მაშინ გადაწყვეტილების მიღებას ჯერ კიდევ დრო დასჭირდება.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს, რათა 267-ე რომის პაპი გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება