ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასო ურუშაძე - 26 ოქტომბრის არჩევნები ეხება მუნიციპალურ სერვისებსაც, წყალმომარაგების სისტემებსაც და ყველა იმ დარგს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან, დასავლურ ფონდებთან

26 ოქტომბერს ჩვენ არჩევნები მხოლოდ საპარლამენტო დონეზე არ გვაქვს, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები, ეხება მუნიციპალურ სერვისებსაც, წყალმომარაგების სისტემებსაც და ყველა იმ დარგს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან, დასავლურ ფონდებთან, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.
მისივე თქმით, ის სოფლები, ქალაქები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით, სწორედ, საქართველოს დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის განხორციელებული.
„მხოლოდ 2023 და 2024 წლების განმავლობაში, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორის სახელმწიფოების დონორი ორგანიზაციებისგან 1 მილიარდ ლარამდე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო, სწორედ წყალარიდების და წყალმომარაგების სისტემების გამართულობისთვის, ეს ეხება, როგორც ხაშურის რეგიონს, ასევე იმერეთის, მაღალმთიანი აჭარის, ყაზბეგის და თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. ის სოფლები, ქალაქები, რომლებიც უკვე უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით, სწორედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის განხორციელებული. ის ქალაქები და სოფლები, რომლებიც ელოდებიან უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფას, სწორედ, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ფინანსური მხარდაჭერით უნდა განხორციელდეს, ეს არის საფრანგეთის მთავრობა, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის, ევროპისა და განვითარების, რეკონსტრუქციის ბანკი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.
ამიტომ 26 ოქტომბერს, ჩვენ არჩევნები მხოლოდ საპარლამენტო დონეზე არ გვაქვს, ეს არის სახელმწიფოს და მთელი ქვეყნის არჩევნები, ეხება მუნიციპალურ სერვისებსაც, წყალმომარაგების სისტემებსაც, სოფლის მეურნეობის განვითარებასაც და ყველა იმ დარგს, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს პარტნიორობასთან დასავლურ ფონდებთან, საფინანსო ინსტიტუტთან, ამიტომ, ჩვენ 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში სახელმწიფო მდგრადობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, სწორედ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.