ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასო ურუშაძე - რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი, დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად - სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი

რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. სწორედ ამას ემსახურება რუსული კანონი, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით.
„ეს არის ქვეყანა, რომელსაც მიაქანებენ რუსეთისკენ. სწორედ რუსეთი არის ის რეჟიმი, სადაც განსხვავებული აზრი არის დასჯადი. დასჯადი, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად და იქ განიცდიან ადამიანები დევნას. ამას ემსახურება რუსული კანონი.
მოქალაქეები ურყევი პოზიციით, ურყევი პროტესტით, ურყევი ბრძოლით, თავდაუზოგავი შრომით ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.