ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ეკა დემეტრაძეს 203 ლარსა და 84 თეთრის დაბრუნებას სთხოვს

ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ეკა დემეტრაძეს 203 ლარსა და 84 თეთრის დაბრუნებას სთხოვს
ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი ეკა დემეტრაძეს 203 ლარსა და 84 თეთრის დაბრუნებას სთხოვს. მსახიობი სოციალურ ქსელში ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან მიღებულ წერილს ავრცელებს
💬 „სსიპ - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრში დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, 2026 წლის 20 თებერვალს თქვენზე გაიცა თებერვლის თვის სრული თანამდებობრივი სარგო, თუმცა თქვენი პირადი განცხადების საფუძველზე, 23 თებერვლიდან შეგიწყდათ შრომითი ხელშეკრულება და თებერვლის თვეში, თქვენს მიერ ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 მარტისა ხაზინის ერთიან ანგარიშზე დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის შრომის ანაზღაურება“, — აღნიშნულია დოკუმენტში
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.